Friday, December 3, 2010

ნეპტუნი და მისი თანამგზავრები


ნეპტუნი სიშორით მერვე, ან შიგადაშიგ, მეცხრე პლანეტაა მზიდან პლუტონის ექსცენტრიული ორბიტის გამო და ყველაზე შორეული გაზის გიგანტია ჩვენს მზის სისტემაში.ნეპტუნის ორბიტის ექსცენტრისიტეტის კოეფიციენტი 0.011214269 უდრის. მიუხედავად იმისა, რომ გაზის გიგანტთა შორის ყველაზე მცირეა, ნეპტუნი ურანზე უფრო მასიურია.მისი მასა დედამიწის 17 მასის ტოლია. ნეპტუნის ზედაპირის მინიმალური ტემპერატურა -218 °C ( 55°K ). ხოლო მაქსიმალური -196 °C (77°K ). მძლავრი გრავიტაციული ველის გამო მისმა შემადგენელმა გაზმა მაღალი სიმჭიდროვის კომპრესია განიცადა. ვარაუდობენ რომ მის ცენტრში ტემპერატურა 5000 °C. (5273 °K).
ნეპტუნის ატმესფერო შედგება 90% წყალბადისგან, 19% ჰელიუმისგან და 1% სხვა აირებისგან.მისი ეკვატორული დიამეტრი 49 500 კმ -ია, ხოლო პოლარული დიამეტრი 48 700 კმ. ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარეა 5430 მ/წმ , ხოლო მზის ირგვლივ ერთ ბრუნს 164 წელს 9 თვეს და 15 დღეს ანდომებს. თავისი ღერძის გარშემო ბრუნვის პერიოდია: 16 სთ 6 წთ 36 წმ. აფელიუმში მანძილი 4 553 946 490 კმ -ს ( 30.44125206 ა.ე.)უდრის, პერიფელიუმში 4 452 940 833 კმ -ს ( 29.76607095 ა.ე.). საშუალო მანძილი 4 503 443 661 კმ -ია (30.10366151 ა.ე.).
ბოლო დროს ოდნავ შესამჩნევი რუხი რგოლები იქნა შენიშნული ამ ლურჯი პლანეტის ირგვლივ, თუმცა ისინი სატურნისაზენაკლებად მასიურია. მათი აღმოჩენისას მიიჩნევდნენ, რომ ეს რგოლები არასრული იყო, მაგრამ ’’ვოიაჯერ 2’’-მა ეს ჰიპოთეზა უარჰყო. ნეპტუნს ასევე ახასიათებს 2.100 კმ/სთ სიჩქარის წყალბადისჰელიუმისა და მეთანის ქარები, რაც მას ლურჯ შეფერილობას აძლევს. ნეპტუნს 13 თანამგზავრი ყავს.მისი უდიდესი თანამგზავრი ტრიტონი გამოირჩევა რეტროგრადული ორბიტით, ექსტრემალურად ცივია -235 °C (38 °K) და მას ექსტემალურად შეკუმშული (14 მიკრობარი) ნიგროგენ/მეთანის ატმოსფერო აქვს.
პლანეტას რომაული ღმერთი ნეპტუნის სახელი ჰქვია მისი ლურჯი მეთანის ღრუბლების გამო. მისი ასტრონომიული სიმბოლო ღმერთი ტრიდენტის ნიშნის სტილიზებული ვერსიაა (♆).
პლანეტა აღმოჩენილ იქნა 1846 წლის 23 სექტემბერს და დღემდე მას მხოლოდ ერთი ხომალდი ვოიაჯერ 2 ეწვია, რომელმაც მის გასწვრივ 1989 წლის 25 აგვისტოს ჩაიფრინა.



  • 1. ნეიედი, აღმოჩენის წელი 1989, ზომები 96×60×52 კმ, ნეპტუნიდან დაშორებულია 48 227 კმ -ით.
  • 2. თელესა, -------------- 1989, ------ 108×100×52 კმ, --------------------- 50 074 კმ
  • 3. დესპინე, -------------- 1989, ------ 180×148×128 კმ, --------------------- 52 526 კმ
  • 4. გელეტია, -------------- 1989, ------ 204×184×144 კმ, --------------------- 61 953 კმ
  • 5. ლერისე, -------------- 1981, ------ 216×204×168 კმ, --------------------- 73 548 კმ
  • 6. პროტეუსი, ------------- 1989, ------ 436×416×402 კმ, --------------------- 117 646 კმ
  • 7. ტრიტონი, -------------- 1846, დიამეტრი 2707 კმ, ------------------------- 354 759 კმ
  • 8. ნერიედი, --------------- 1949, ---------- 340 კმ, ---------------------- 5 513 818 კმ
  • 9. ჰელიმიდი, -------------- 2002, ---------- 62 კმ, --------------------- 16 611 000 კმ
  • 10. სეო --------------------- 2002, ---------- 44 კმ, --------------------- 22 228 000 კმ
  • 11. ლეიმიდია ---------------- 2002, ---------- 42 კმ, --------------------- 23 567 000 კმ
  • 12. პსემეტი ------------------ 2003, ---------- 38 კმ, --------------------- 48 096 000 კმ
  • 13. ნესო ---------------------2002, ----------- 60 კმ, --------------------- 49 285 000 კმ

No comments:

Post a Comment