მარსი მეოთხე პლანეტაა სიშორით მზის სისტემაში. მას რომაული ომის ღმერთის მარსის სახელი ჰქვია (არესიბერძნულ მითოლოგიაში). მას მეტსახელად ”წითელი პლანეტა” ჰქვია დედამიწიდან, ღამის ცაზე, მისი შეფერილობის გამო. მას ორი თანამგზავრი ჰყავს - ფობოსი და დეიმოსი - მცირე და უსწორმასწორო ზედაპირის სხეულები, შესაძლოა მარსის გრავიტაციაში მოქცეული ასტეროიდები იყოს.
პრეფიქსი არეო- მიუთითებს მარსზე ისევე როგორც გეო- მიუთითებს დედამიწაზე, მაგალითად, არეოლოგია/გეოლოგია. არეოლოგია ასევე მიუთითებს მარსის ერთიანად და არა მხოლოდ პლანეტის გეოლოგიური პროცესების შესწავლაზე.
მარსის ასტრონომიული სიმბოლოა ♂, რომელიც სტილიზებული რეპრეზენტაციაა ღმერთი მარსის შუბისა და ფარის და ბიოლოგიაში მას იყენებენ როგორც მამრობითი სქესის ნიშანს.
ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვიეტნამურ კულტურებში პლანეტას მოიხსენიებენ როგორც ცეცხლოვან ვარსკვლავს (火星), ძველი ჩინური ხუთი ელემენტის მითოლოგიურ ციკლზე დაყრდნობით.
პლანეტაზე თვეების განმავლობაში ქარიშხლები მძვინვარებს. პლანეტის ფერი მოწითალო, სისხლისფერია. ეს ფერი ძველ ბერძენთა და რომაელთა წარმოდგენაში ომთან და სისხლის ღვრასთან ასოცირდებოდა. სწორედ ამიტომ, ბერძნები და რომაელები ამ პლანეტას ომის ღმერთთან აიგივებდნენ. მარსზე დაშვების პირველი წარმატებული მისია, 1965 წელს მარინერ 4 -მა განახორციელა, რომელიც 1964 წელს გაუშვეს დედამიწიდან.
პლანეტაზე არის წარმონაქმნები, რომლებიც მდინარის ამომშრალ კალაპოტს გვაგონებენ. ამ კალაპოტებში წყალი არ არის. პლანეტის ზედაპირზე უამრავი ჩამქრალი ვულკანის კერა და მეტეორიტული კრატერებიც შეინიშნება. მთა ოლიპმი, რიმელიც მარსზე მდებარეობს, ყველაზე მაღალი მთაა მზის სისტემაში - მისი სიმაღლეა 28 ათასი მეტრი, ანუ 28 კილომეტრი.
დღე ღამის ხანგრძლივობა ”წითელ პალეტეზე” თითქმის ისეთივეა, როგორც დედამიწაზე - 24 საათი და 39 წუთი. ყოველ 2 წელწადსა 50 დღეში ხდება ისე, რომ მარსსა და დედამიწას შორის მანძილი 78 მილიონ კილომეტრია. თუმცა 15 ან 17 წელწადში ხდება ისეც, რომ ეს მანძილი 56 მილიონ კმ -ზე ჩამოდის.
2003 წლის 27 აგვისტოს, ამერიკის დროით 9:51:13 ზე, მარსი ბოლო 60 000 წლის მანძილზე დედამიწას ყველაზე მეტად მიუახლოვდა: 55 758 006 კმ (0.372719 ა.ე.). ასეთი მიახლოება იყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე 57 617 წლის 12 სექტემბერს.
იქაურ ზამთარში ტემპერატურა -130 °C -მდე ეცემა პოლუსებზე, ზაფხულში 0 °C-დან 30 °C-მდე მერყეობს ეკვატორზე.
2040 წლისთვის ამერიკელებს დაგეგმილი აქვთ ექსპედიცია, რომლის დროსაც პირველი ადამიანი დაეშვება მარსზე.
ფობოსი (ბერძნ. φόβος — შიში) - მარსის ერთერთი თანამგზავრი. აღმოჩენილია 1877 წლის 11 აგვისტოს ამერიკელ ასტრონომის ასაფ ჰოლის მიერ
ფობოსი მდებარეობს 2,77 მარსის რადიუსის მანძილზე პლანეტის ცენტრიდან და ერთ ბრუნს მის გარშემო ანდომებს 7 საათსა 39 წუთსა და 14 წამს, რაც უფრო სწრაფია ვიდრე თვით მარსის ბრუბვა თავის ღერძის გარშემო. რის გამოც ფობოსი ამოდის დასავლეთიდან და ჩადის აღმოსავლეთის მხარეში.
ფობოსი ბრუნავს თავის ღერძის გარშემო იგივე პერიდით რაც მარსის გარშემო, ამიტომაც როგორც მთვარე ერთი მხრით არის მომართული ზედაპირისკენ. მისი ორბიტა მდებარეობს როშის ზღვრის შიგნით და არ იშლება მხოლოდ თავისი შიდა სიმაგრის გამო. ასეთი ორბიტის გამო მისი ზედაპირიდან ცვივა ქვები რომლებიც ხშირად ტოვებენ შესამჩნევ ზოლებს ზედაპირზე. მარსის გრავიტაციული ზემოქმედებია იწვევს ფობოსის სისწრაფის შენელებას, რაც 20 მილიონი წლის შემდეგ გამოიწვევს მის მარსთან შეჯახებას.
ფობოსის ზომებია - 26,6×22,2×18,6 კმ, მის ზედაპირს აღენიშნება უამრავი კრატერი, რომელთაგან ყველაზე დიდი - სტიკნია 9 კმ დიამეტრით. შესაძლებელია ამ კრატერის შექმნამ გამოიწვია მის ზედაპირზე პარალელური ზოლების შექმნაც ამ კრატერის მიდამოებში. ეს ზოლები აღენიშნება 30 კმ. მანძილზე და 100-200 მეტრის სიგანისა და 10-20 მეტრის სიღრმით.
დეიმოსი (ბერძნ. Δείμος — საშინელება) არის მარსის ყველაზე პატარა და შორი თანამგზავრი. სახელი მოდის დეიმოსიდან, რომელიც არის შიშის განსახიერება ბერძნულ მითოლოგიაში.
No comments:
Post a Comment